წუხელ თბილისის მეტროპოლიტენში მგზავრების ევაკუაცია მოხდა

30 წუთის განმავლობაში გაჩერებული იყო წუხელ მეტროს მოძრაობა თავისულფების მოედნიდან ვარკეთილის სადგურამდე. წინასწარი ინფორმაციით მიზეზი, სავარაუდოდ დამწვარი ელექტროსადენები იყო.

სხვა მიმართულებით შეფერხება არ ყოფილა. თბილსის სატრანსპორტო კომპანია გაჩერების ზუსტ მიზეზს ვერ ასახელებს. მათი ვარაუდით, ეს შესაძლოა ტექნიკურ ხარვეზს გამოეწვია. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახური.

მგზავრებს გადადგილების უფლება მხოლოდ მას შემდეგ მისცეს, რაც შესაბამისმა სამსახურმა დაასრულა სამუშაოები.

მსგავსი პოსტები

Back to top button