ე.წ. ციადინის საქმეზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა

ე.წ. ციადინის საქმესთან დაკავშირებით საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში გადააგზავნა ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა. არასამთავრობო ორგანიზაცია და დაცვის მხარე ამ საჩივრით აპროტესტებენ შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევას, რის გამოც ადვოკატებს ეზღუდებათ ბრალდებული დეკანოზის სრულყოფილად დაცვის შესაძლებლობა, რითაც მათი შეფასებით, პროკურატურა სარგებლოს და საკუთარ პოზიციებს ამყარებს.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ დარღვეულია თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპი და გავაგზავნეთ საჩივარი სწორედ აღნიშნულის დარღვევიდან გამომდინარე. გვინდა, რომ სასამართლომ იმსჯელოს და დაადგინოს, რომ მოხდა აღნიშნული პრინციპის უხეში დარღვევა სახელმწიფოს მიერ,” – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის იურისტმა ეკა ლომიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button