მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

წვიმა განაპირობებს მოწყვეტილი მასის დაძვრას-თეა გოდოლაძე

ვაშლიჯვრის ფერდზე მონიტორინგის სისტემა სასწრაფოდ უნდა დამონტაჟდეს,ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე აცხადებს. მისი თქმით ნებისმიერი სახის მოძრაობა დაუშვებელია.

“ნაღმი არის მოქმედებაში მოყვანილი, ამიტომ პროცესი ახლა არის რეალურად დაგვიანებული. ინტენსიური წვიმა განაპირობებს, მოწყვეტილი მასის დაძვრას, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ამიტომ რადგან ასეთი სეზონია, მონიტორინგის სისტემა უნდა ამუშავდეს რაც შეიძლება სწრაფად, წამებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, უნდა დამონტაჟდეს”, – ამბობს გოდოლაძე.

შეგახსენებთ, თბილისში გააქტიურებული მეწყრული პროცესების შესასწავლად 22 მარტს თბილისში გერმანელი სპეციალისტები ჩამოვიდნენ. მათი შეფასებები სავარუდოდ დღეს გახდება ცნობილი

მსგავსი პოსტები

Back to top button