ტუნისი მრავალკილომეტრიან კედელს აღმართავს [Photo]

ტუნისი, ტერაქტის შემდეგ, ლიბიის საზღვრის გასწვრივ, კედლის მშენებლობას იწყებს.

მთავრობის ხელმძღვანელმა ჰაბიბ ასიდმა სახელმწიფო ტელევიზიით განაცხადა, რომ აღმართულმა კონსტრუქციამ ხელი უნდა შეუშალოს მეზობელი ლიბიიდან დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების შემოსვლას.

„ჩვენ, ლიბიის საზღვართან, კედლის აღმართვას შევუდექით, რომლის სიგრძე 168 კილომეტრი იქნება და მშენებლობა 2015 წლის ბოლოს დასრულდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ: 26 ივნისს, ტუნისის საკურორტო ქალაქ სუსში, რომელიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზეა განლაგებული, ტერორისტები ორ სასტუმროს დაესხნენ და დამსვენებლები ჩაცხრილეს. 39 ადამიანი დაიღუპა, ათობით დაიჭრა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა, დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”12224″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button