ტუნისში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა [Photo/video]

ტუნისის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და კომენდანტის საათის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო, – გადმოსცემს Reuters.

ტუნისის პრეზიდენტმა, ბეჟი ქაიდ ეს-სებსიმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ტუნისის დედაქალაქში ავტობუსი ააფეთქეს.

აფეთქება ტუნისის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ტურიზმის სამინისტროს მახლობლად მოხდა. წინასწარი მონაცემებით, ტერორისტმა-კამიკაძემ დანაღმული ავტომანქანით თავდასხმა განახორციელა. ტერაქტის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 16 დაიჭრა.

გაეროს უშიშროების საბჭომ და ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, პან გი მუნმა ტერაქტი მკაცრად დაგმეს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს.

შეგახსენებთ, რომ 24 ნოემბერს ტუნისის დედაქალაქში სისხლიანი ტერაქტი განხორციელდა. სამგზავრო ავტობუსი, რომელშიც სახელმწიფოს ხელმძღვანელის დაცვა იმყოფებოდა, ტერორისმა ააფეთქა.

ტერქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას აუღია. აღსანიშნავია, რომ ტუნისში ბოლო ორი მსხვილი ტერაქტი “ისლამური სახელმწიფოს” ექსტრემისტების მიერ განხორციელდა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”23815″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button