ისლამური რელიგია ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება

ისლამური სახელმწიფოს სახელით ქართველი ხალხის მიმართ გავრცელებულ მიმართვას სრულიად საქართველოს მუფტი ეხმაურება.

ბეგლარ ქამაშიძე ტერორიზმის ყველა გამოვლინებას გმობს და აცხადებს რომ ისლამური რელიგია ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება.

მუფტი ფიქრობს, რომ მსგავსი ვიდეოების ტირაჟირება და პოპულარიზაცია დაუშვებელია.მისივე თქმით, საქართველოში მუსლიმი მრევლი საუკუნეებია ცხოვრობს და მათ პრობლემები არ შექმნიათ.

მუფტმა რელიგიის სააგენტოსთან თანამშრომლობაზეც ისაუბრა. პრესკონფერენციაზე განცხადება გააკეთა თეოლოგმა თემურ გორაძემაც.

ბეგლარ ქამაშიძე – თემურ გორაძე_ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button