ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი საგარეჯოში

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
როგორც რადიო “ჰერეთს” უწყებიდან აცნობეს, სამართალდამრღვევს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე გადაჰქონდა 4 კბმ წიფლის სახეობის ხე-ტყე. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარვევის ოქმი.
მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა რაიონულ სასამართლოს.