რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს
კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის რაიონის სოფელ ახალუბნიდან.
სავარაუდოდ კვლავ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით.
როგორც ოჯახის წევრები ყვებიან 60 წლის გიორგი ძურძუკი საქონლის მოსაყვანად თავისივე ბაღში ავიდა, სადაც ცხოველი მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა და დაკავებულს ე.წ საზღვარი არ დაურღვევია.
შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა, თუმცა ამ დრომდე ცხინვალიდან ოჯახს არავინ დაკავშირებია.