TV25 -ის თანამშრომლები უფლებების დაცვას სამართლებრივი გზით აპირებენ

ტელეკპმანია “25-ე არხზე” ამ დროისთვის საინფორმაციო სამსახურის ყველა თანამშრომელია გათავისუფლებული. მათ შორისაა საინფორმაციოს სამსახურის ხელმძღვანელი მაია მერკვილაძე, ტოქ-შოუ “დიალოგის” ავტორი და წამყვანი ჯაბა ანანიძე, ამავე გადაცემის პროდიუსერი ირმა ზოიძე და ახალი ამბების  წამყვანი ნინო ხელაძე. 

აღნიშნული თანამშრომლები ნაწილი თანამშრომლების განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლა არ მომხდარა ემიჯნებიან და უფლებების დაცვას სამართლებრივი გზით აპირებენ.

რადიო თბილისი ტელეკომპანია “25-ე არხის” საინფორმაციო სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს მაია მერკვილაძეს ესაუბრა, რომელიც სარჩელს “ტვ25”-ის მენეჯმენტის წინააღმდეგ უახლოეს დღეებში შეიტანს.

რადიო თბილისი “ტვ25”-ის მფლობელებსაც ესაუბრა თუმცა ისინი კომენტარისგან თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ 5 იანვარს პრესკონფერენციას გამართავენ.

გთავაზობთ სატელეფონო ინტერვიუს მაია მერკვილაძესთან

 

 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button