მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

უამინდობა სიღნაღში-მეხის ჩამოვარდნის გამო 2 სოფელი დენის გარეშე დარჩა

ძლიერი წვიმისა და ელჭექის დროს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მეხი ჩამოვარდა და ელექტროენერგიის გადამცემ ქვესადგურს დაეცა.

ქვესადგურის მწყობრიდან გამოსვლისა და მაღალი ძაბვის სადენების დაზიანების გამო, სოფელ მაღაროსა და ქედელის მოსახლეობას, ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება. ადგილზე მობილიზებულია “ენერგოპროს” შესაბამისი ჯგუფები, რომლებიც დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე მუშაობენ.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ სოფელ მაღაროში ელექტროენერგიის მიწოდება, სავარაუდოდ, დღის ბოლოს აღდგება. რაც შეეხება სოფელ ქედელს, დაზიანებული ქვესადგურის აღსადგენად, ხვალამდე მუშაობაა საჭირო.

მსგავსი პოსტები

Back to top button