გამოცემა Independent-ის ცნობით, დღეიდან, ოფიციალურმა უჰანმა ყველანაირი გარეული ცხოველის ჭამა აკრძალა.
ადგილობრივი ადმინისტრაციიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, აიკრძალა ყველანაირ გარეულ ცხოველზე ნადირობა და მათი მოკვლა. გამონაკლისი იქნება მხოლოდ სამეცნიერო ცდების ჩატარების შემთხვევები.
გარდა ამისა, აიკრძალა მათი მოშენება და იმ ფერმერებს, რომლებსაც უკვე ჰყავთ მოშენებული, ხელისუფლება მათ გამოსყიდვას სთავაზობს.