მსოფლიოსიახლეები

Associated Press: “რუსეთში 9 479 მედმუშაკია ინფიცირებული”

ბოლო თვის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით 9 479 მედმუშაკი დაინფიცირდა. ამის შესახებ Associated Press-ი რუსულ მედიაში გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ინფორმაციით, 70-ზე მეტი მედმუშაკი გარდაიცვალა. Associated Press-ი აღნიშნავს, რომ ეს რიცხვი შესაძლოა უფრო მაღალიც იყოს, რადგან „ხსენების წიგნში“, რომელშიც გარდაცვლილი კოლეგების სახელების დამატება თავად ექიმებს შეუძლიათ, ამ ეტაპზე 254 სახელია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 8 849 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 317 554-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში ვირუსით კიდევ 127 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი 3 099-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 92 681 პაციენტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button