მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში ჩავიდა სლოვაკეთის ოთხი გამანადგურებელი მიგ-29 თვითმფრინავი

სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინისთვის გამოყოფილი პირველი 4 ერთეული MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავი უკრაინაში ჩავიდა.
რაც რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან უკრაინისათვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების პირველ გახმაურებულ ფაქტს წარმოადგენს. კიევი შარშანდელი თებერვლის ითხოვს დასავლეთის ქვეყნებისგან სამხედრო თვითმფრინავების გადაცემას.
სამინისტროს ცნობით, უკრაინას ჯამში 13 საბჭოთა პერიოდის საბრძოლო თვითმფრინავს გადასცემენ. მათი ინფორმაციით, დარჩენილი თვითმფრინავები უკრაინას მალე გადაეცემა, მაგრამ ოპერაციული მიზეზების გამო დამატებით დეტალები ჯერ არ ასაჯაროებენ.

„სლოვაკეთი სწორ მხარესაა და ამ ჟესტით, ჩვენ, როგორც ქვეყანამ თანამედროვე მსოფლიოს ისტორიაში დიდი ასოებით თავად ჩავწერეთ დროულ დახმარებაზე, გულწრფელ სოლიდარობასა და ერის სიდიადეზე“ – განაცხადა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნადმა.

MiG-29 თვითმფრინავების გადაცემა სლოვაკეთსა და უკრაინას შორის ხელისუფლებათა შორის შეთანხმების შედეგად მოხდა.

სლოვაკეთი უკრაინას ასევე გადასცემს KUB-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს.

17 მარტს სლოვაკეთის ხელისუფლებამ უკრაინისთვის MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემა დაადასტურა.

სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა ედუარდ ჰეგერმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას ზრდიან.
“გადაფრენა უკრაინელი პილოტების მიერ განხორციელდა, სლოვაკეთის სამხედრო-საჰაერო ძალებთან და სხვა უწყებებთან შეთანხმებით, რომლებმაც გადაფრენის უსაფრთხოება და საჭირო დოკუმენტაცია უზრუნველყვეს”, – წერს ნადი.

სლოვაკეთი მეორე ქვეყანაა, ვინც კიევს MiG-29 თვითმფრინავებს გადასცემს. ამავე შეიარაღების გადაცემა 16 მარტს პოლონეთმა გამოაცხადა.

MiG-29 თვითმფრინავების ფლოტმა სლოვაკეთის შეიარაღებიდან გასულ ზაფხულს მოიხსნა. 13 თვითმფრინავიდან უმეტესობა არაა მუშა მდგომარეობაში, თუმცა სლოვაკეთი უკრაინას იმ თვითმფრინავებს გაუგზავნის რომლებიც გამართულად მუშაობენ დანარჩენი კი ნაწილების სახით გადაეცემათ.

სლოვაკეთის მთავრობამ გასულ პარასკევს დაამტკიცა უკრაინისთვის საბჭოთა წარმოების MiG-29 ტიპის გამანადგურებლების უსასყიდლო გადაცემა.
ერთი დღით ადრე პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში კიევი პოლონეთის არმიის შეიარაღებაში არსებულ 4 ერთეულ მიგ-29-ს მიიღებს.

ჩეხეთის პრეზიდენტის პეტრ პაველის თქმით, უკრაინა უკვე იღებს ყველა იმ იარაღს, რომელიც აუცილებელია შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევისთვის.

“წარმატებული შეტევისთვის უკრაინელებს ახლა სჭირდებათ ტანკები, ჯავშანტექნიკა, არტილერია, საზენიტო თავდაცვა და დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა. ევროპულ დონეზე გადაწყდა თანხების გამოყოფა საბრძოლო მასალის შესაძენად და წარმოებისთვის. ეს ყველაფერი უკრაინას ძალიან დაეხმარება. ასევე უკრაინას ეხმარებიან MiG-29 გამანადგურებლებით, რომლებსაც პოლონეთი და სლოვაკეთი უკრაინას გადასცემს. წარმოდგენა არ მაქვს, სხვა რა შეგვიძლია ამ დროს” – თქვა პაველმა.

რაც შეეხება დასავლური ტიპის თვითმფრინავების გადაცემის პერსპექტივას, ის ამას შორეულ პერსპექტივად მიიჩნევს. მისივე თქმით, კი ომის განვითარებისთვის ეს წელი გადამწყვეტი იქნება.

კითხვაზე, შეეძლო თუ არა ჩეხეთს გაზარდოს იარაღის მიწოდება უკრაინაში, მან თქვა, რომ ჩეხეთმა არა მხოლოდ გადასცა ის, რაც შეეძლო საკუთარი მარაგებიდან, არამედ შეიძინა ისინი საზღვარგარეთაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button