უკანონო თევზჭერის ფაქტები კახეთში [Photo]

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველო ირწმუნება, ახმეტის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მდინარე ალაზანზე სამართალდამრღვევები თევზაობდნენ ე.წ. ელექტროშოკური აპარატით, სახლართი ბადით და მოსასმელი ბადით.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კი სამართალდამრღვევები გასაბერი ნავის საშუალებით ე.წ. სახლართი ბადით თევზაობდნენ.
უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა საგარეჯოშიც. იქ სამართალდამრღვევი თევზაობდა ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადით ე.წ. “ეკრანი”-ს გამოყენებით.
სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები.
შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, ხოლო მასალები გადაეგზავნება სასამართლოს.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”33069″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]