უკანონო თევზჭერის მცდელობა ლაგოდეხში

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე თევსაჭერი საშუალებით უკანონოდ შესვლა – გადაადგილების ფაქტი გამოვლინდა.

ფოტომახემ მამაკაცი დააფიქსირა, რომელიც ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე თევსაჭერი მოწყობილობით გადაადგილდებოდა.

“დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია პატრულირებაზე მყოფ რეინჯერებს დაუკავშირდა და მათ მიერ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. სამართალდამრღვევს ჩამოერთვა თევზსაჭერი მოწყობილობა, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც გადაეგზავნა სასამართლოს”, – ნათქვამია დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button