უკანონოდ მოპოვებული 52 კგ თევზი იპოვეს კარდენახში
უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურმა.
როგორც რადიო “ჰერეთს” უწყებიდან აცნობეს, “კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების თანამშრომლების მიერ ჩატარებული სამუშაობის შედეგად დადგინდა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები გასაბერი ნავით და ელექტროშოკური აპარატით თევზაობდნენ.
კანონდამრღვევებს ჩამოერთვათ 52 კგ სხვადასხვა სახეობის თევზი და სამართალდარღვევის ხელსაწყოები”.
მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა. მასალები შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს და შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნება შესაბამის ორგანოში.