მნიშვნელოვანირეგიონი

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მაჩალიკაშვილის გადაწყვეტილების აღსრულების საკითხზე განახლებული ინფორმაცია წარუდგინა

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მაჩალიკაშვილის გადაწყვეტილების აღსრულების საკითხზე განახლებული ინფორმაცია წარუდგინა.
მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, მაჩალიკაშვილის საქმე ცინცაბაძის საქმეების ჯგუფში გაერთიანდა და გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ მოექცა, რაც გულისხმობს იმას რომ კომიტეტი საქმის აღსრულების პროცესს პერიოდულ სხდომებზე შეაფასებს, ხოლო სახელმწიფოს მიერ მიღწეულ პროგრესს ამ სხდომების შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებში ასახავს.
კომიტეტის მომდევნო სხდომა 2024 წლის 12-14 მარტს გაიმართება.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ მომზადებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან რვა თვის შემდეგაც, სახელმწიფო განზრახ აჭიანურებს გამოძიების განახლებას, მიუხედავად სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის არაერთგზის მიმართვისა სამსახური თავს არიდებს საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყებას. გარდა ამისა, 2023 წლის 11 დეკემბერს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს იმ მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩამონათვალი წარუდგინა, რომელთა ჩატარება ახალი გამოძიების ფარგლებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ასევე, მოთხოვნილ იქნა მტკიცებულებების ფალსიფიცირებისა და განადგურების თაობაზე გამოძიების დაწყება. “სამწუხაროდ, ჩვენი მოთხოვნები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ უპასუხოდ იქნა დატოვებული. ჩვენ მიგვაჩნია რომ გამოძიების განახლების შემთხვევაში, კიდევ არის შესაძლებელი რიგი მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რაც გამოძიების ცენტრალური საკითხის – სახელმწიფოს მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების – დადგენას შეუწყობს ხელს. საყურადღებოა, რომ ევროპულმა სასამართლომ სწორედ ხარვეზიანი და არაეფექტიანი გამოძიების გამო ვერ შეძლო თემირლანის მკვლელობაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენა. ამავდროულად, მაჩალიკაშვილის მკვლელობიდან 7 წლის გასვლის შემდგომ, გამოძიების დაუყოვნებლივ განახლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დროის გასვლასთან ერთად მოსაპოვებელი მტკიცებულებების რაოდენობა და ხარისხი ზიანდება. ამგვარად, ევროპული სასამართლოს მიერ საქმეში გამოვლენილი ხარვეზების და საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ამ გადაწყვეტილების აღსასრულებად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ხელახალი გამოძიების დაწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს მაჩალიკაშვილების ოჯახის უფლებების აღსადგენად. ამის საპირისპიროდ, საქართველოს მთავრობის მიერ მინისტრთა კომიტეტისთვის წარდგენილი სამოქმედო გეგმა დუმს იმის თაობაზე, გადადგა თუ არა სახელმწიფომ რაიმე ნაბიჯი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მაჩალიკაშვილების ოჯახისთვის კომპენსაციის გადახდის გარდა; ანდა აპირებს თუ არა რაიმე სხვა ღონისძიების განხორციელებას”- ცენტრის მიიჩნევს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიების განახლების გაჭიანურება მისი პროკურატურისგან რეალური დამოუკიდებლობის და მისი ეფექტიანობის შესახებ ეჭვებს აღრმავებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ სამსახური ვერ უმკლავდება ისეთ საქმეებს, რომლებმაც შეიძლება სამართალდამცავი ორგანოების რეპუტაცია, ან მმართველი გუნდის ინტერესები დააზიანოს.[2] აღნიშნული კი ადასტურებს იმ საფრთხეების რეალურობას, რომლებზეც სამოქალაქო საზოგადოება, სახალხო დამცველი და საერთაშორისო ორგანიზაციები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაჩქარებული და არადემოკრატიული პროცესით გაუქმების და მის ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნისას მიუთითებდნენ.[3] კერძოდ, კი იმის თაობაზე, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის დამოუკიდებლობის რეალური და ინსტიტუციური გარანტიების გარეშე შექმნა მის მიერ ჩატარებული გამოძიების ხარისხს მნიშვნელოვნად დააზიანებდა. გასათვალისწინებელია რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ეფექტიანი აღსრულება კონვენციის მხარე ყველა სახელმწიფოსთვის სავალდებულოა. ამასთანავე, სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილების აღსრულება გულისხმობს არამხოლოდ მომჩივნისთვის კომპენსაციის გადახდას, არამედ დარღვეული უფლების აღდგენას, რაც მსგავს შემთხვევებში საქმეზე ხელახალი გამოძიების ჩატარებას გულისხმობს.გარდა იმისა, რომ მაჩალიკაშვილის საქმეზე ევროპული სასამართლოს მიერ გამოვლენილი პრობლემები სახელმწიფოს უნდა ავალდებულებდეს ჩაატაროს ისეთი ცვლილებები, რომელიც სამართალდამცავ სისტემაში სისტემური ცვლილებების რეალურ საფუძველს იძლევა. ამ მიზნით მინისტრთა კომიტეტის წინაშე ჩვენი ორგანიზაცია ითხოვს საქართველოსთვის ზოგადი ხასიათის ღონისძიებების დაკისრებას, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მსგავსი დანაშაულების პრევენციაში, ხელს შეუწყობს სუს-ის შიდა კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდას. ამასთანავე, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესში დაზარალებულთა უფლებების რეალიზებასა და გამოძიების ხარისხს. ვიმედოვნებთ, რომ მინისტრთა კომიტეტი მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფოს პროგრესის შეფასებისას ჩვენს მოსაზრებებს გაითვალისწინებს.კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს ხელახალი გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე, უზრუნველყო საქმისთვის მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჯეროვანი ჩატარება და მაჩალიკაშვილების ოჯახის ეფექტიანი მონაწილეობა გამოძიების პროცესში.
ნათქვამია სოციალური ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცენტრი მიიჩნევს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიების განახლების გაჭიანურება მისი პროკურატურისგან რეალური დამოუკიდებლობის და მისი ეფექტიანობის შესახებ ეჭვებს აღრმავებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ სამსახური ვერ უმკლავდება ისეთ საქმეებს, რომლებმაც შეიძლება სამართალდამცავი ორგანოების რეპუტაცია, ან მმართველი გუნდის ინტერესები დააზიანოს.[2] აღნიშნული კი ადასტურებს იმ საფრთხეების რეალურობას, რომლებზეც სამოქალაქო საზოგადოება, სახალხო დამცველი და საერთაშორისო ორგანიზაციები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაჩქარებული და არადემოკრატიული პროცესით გაუქმების და მის ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნისას მიუთითებდნენ.[3] კერძოდ, კი იმის თაობაზე, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის დამოუკიდებლობის რეალური და ინსტიტუციური გარანტიების გარეშე შექმნა მის მიერ ჩატარებული გამოძიების ხარისხს მნიშვნელოვნად დააზიანებდა.გასათვალისწინებელია, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ეფექტიანი აღსრულება კონვენციის მხარე ყველა სახელმწიფოსთვის სავალდებულოა. ამასთანავე, სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილების აღსრულება გულისხმობს არამხოლოდ მომჩივნისთვის კომპენსაციის გადახდას, არამედ დარღვეული უფლების აღდგენას, რაც მსგავს შემთხვევებში საქმეზე ხელახალი გამოძიების ჩატარებას გულისხმობს. გარდა იმისა, რომ მაჩალიკაშვილის საქმეზე ევროპული სასამართლოს მიერ გამოვლენილი პრობლემები სახელმწიფოს უნდა ავალდებულებდეს ჩაატაროს ისეთი ცვლილებები, რომელიც სამართალდამცავ სისტემაში სისტემური ცვლილებების რეალურ საფუძველს იძლევა. ამ მიზნით მინისტრთა კომიტეტის წინაშე ჩვენი ორგანიზაცია ითხოვს საქართველოსთვის ზოგადი ხასიათის ღონისძიებების დაკისრებას, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მსგავსი დანაშაულების პრევენციაში, ხელს შეუწყობს სუს-ის შიდა კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდას. ამასთანავე, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესში დაზარალებულთა უფლებების რეალიზებასა და გამოძიების ხარისხს. ვიმედოვნებთ, რომ მინისტრთა კომიტეტი მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფოს პროგრესის შეფასებისას ჩვენს მოსაზრებებს გაითვალისწინებს.კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს ხელახალი გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე, უზრუნველყო საქმისთვის მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჯეროვანი ჩატარება და მაჩალიკაშვილების ოჯახის ეფექტიანი მონაწილეობა გამოძიების პროცესში

მსგავსი პოსტები

Back to top button