უკრაინელებმა საოკუპაციო ძალების თავდასხმები 16 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში უკრაინელებმა საოკუპაციო ძალების თავდასხმები 16 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს. ამის შესახებ უწყება ახალ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რუსების თავდასხმები ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონებში შეაჩერეს მათ შორის ბახმუტსა და ვუჰლედარზე.
მათივე განცხადებით, ოკუპანტების განზრახვა კვლავ უცვლელია – ისინი ანადგურებენ სახელმწიფოს კრიტიკული ინფრასტრუქტურას, ურტყამენ სამოქალაქო ობიექტებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებს.
უწყება აღნიშნავს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა 1 სარაკეტო და 32 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. კერძოდ, გენშტაბი აცხადებს, რომ რუსებმა 65-ზე მეტი შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებით იერიში მიიტანეს დონეცკისა და ხერსონის რეგიონების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე – არიან დაჭრილები და დაღუპულები.
მათივე თქმით, უკრაინაში რჩება საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე – ოკუპანტები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს ბახმუტის, ავდივისა და ნოვოპავლივის მიმართულებით.
დაფიქსირდა მშვიდობიან მოქალაქეებს შორის მსხვერპლი.