მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინა პირველ ეტაპზე მოკავშირეებისგან 120-140 ტანკს მიიღებს

უკრაინა პირველ ეტაპზე მოკავშირეებისგან 120-140 ტანკს მიიღებს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
მინისტრი იმედოვნებს, რომ, „ლეოპარდების“, „ჩელენჯერების“ და „აბრამსების“ გარდა, „ლეკლერკებიც“ იქნება.
“გადმოცემის პირველ ტალღაში უკრაინის შეიარაღებული ძალები თანამედროვე დასავლური მოდელების ტანკების 120-დან 140-მდე ერთეულს მიიღებს. ეს არის Leopard 2, Challenger 2, M1 Abrams. და Leclerc-ების ძალიან დიდი იმედი გვაქვს”, – განაცხადა კულებამ
მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ტექნიკის საკმაოდ დიდი რაოდენობაა, მაგრამ უკრაინა სატანკო კოალიციის შემადგენლობის გაფართოებასა და უკვე დამტკიცებული მონაწილეებისგან წვლილების შემოტანაზე მუშაობას აგრძელებს.
კულებას თქმით, სატანკო კოალიცია ახლა 12 მონაწილეს ითვლის, მაგრამ კოალიციის ყველა ქვეყნისა და მათი პრაქტიკული წვლილების დასახელება ჯერ ადრეა.
“ბევრმა მათგანმა ჯერ კიდევ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები მათ შიდა პროცედურებთან შესაბამისობაში”, – თქვა კულებამ.
კულებას თქმით, უკრაინა განაგრძობს სატანკო კოალიციის გაფართოებაზე მუშაობას.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში გაგზავნა ქვეითთა საბრძოლო მანქანების, Bradley-ს პირველი პარტია.
ამერიკული არმიის სატრანსპორტო სარდლობის მიერ 30 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 60-ზე მეტმა საბრძოლო მანქანამ გასულ კვირაში დატოვა სამხრეთ კაროლინის შტატში მდებარე ჩრდილოეთ ჩარლსტონის პორტი.
სარდლობის განცხადებით, უკრაინის ძალებს ექნებათ შეტევისა და თავდაცვის დამატებითი საშუალებები რუსეთის უკანონო შეჭრისგან საკუთარი საზღვრების დასაცავად.
ქვეითთა საბრძოლო მანქანები Bradley შედის უკრაინისთვის განკუთვნილ, 2.85 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტში, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ 2023 წლის იანვარში დაამტკიცა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან, შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება 27 მილიარდ დოლარს აჭარბებს.იანვარში ცნობილი გახდა, რომ უკრაინა მიიღებს ამერიკულ ტანკებს, Abrams-ს, გერმანულ ტანკებს, Leopard 2-ს და ბრიტანულ Challenger 2-ს.

მსგავსი პოსტები

Back to top button