მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ-ის სენატმა უკრაინის ისრაელისა და ტაივანისთვის ფინანსური დახმარების პაკეტს მხარი დაუჭირა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 95 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების პაკეტს მხარი დაუჭირა. სენატის დამტკიცების შემდეგ, პროექტი ახლა წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება. პაკეტს მხარი დაუჭირა 70-მა სენატორმა, მათ შორის 22 რესპუბლიკელი იყო.

„წლებია, შესაძლოა, ათწლეულებიც კი, სენატს არ მიუღია ასეთი კანონპროექტი, რომელიც ასე ძალიან ახდენს გავლენას არა მხოლოდ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაზე, არამედ ჩვენი მოკავშირეებისა და დასავლეთის დემოკრატიაზე“, – განაცხადა სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა.

კანონპროექტში გათვალისწინებულია 60 მილიარდი დოლარის გამოყოფა უკრაინისთვის მას მხარი 66-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგ 27 წავიდა, 14 მილიარდი დოლარით ისრაელის უსაფრთხოების დაფინანსება, ღაზის სექტორის, დასავლეთ სანაპიროს და უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის ცხრა მილიარდის გამოყოფა, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის მოკავშირეების, კერძოდ, ტაივანის მხარდასაჭერად კი 4,8 მილიარდის გამოყოფა.

“აუცილებელია, რომ ამ კანონპროექტზე მუშაობა დავასრულოთ. ეს არის პერსპექტივა, რომელიც გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაზე, არამედ დასავლურ დემოკრატიასა და იდეალებზე. ვლადიმირ პუტინის შეჭრამ უკრაინაში აღმოსავლეთ ევროპა საომარ ზონად გადააქცია. ასეთი სიტუაცია ამ რეგიონში ჩვენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. უკრაინას საბრძოლო იარაღის და საჰაერო თავდაცვის ძალიან მცირე მარაგი აქვს. თუ ჩვენ არ დავეხმარებით უკრაინას, პუტინი, დიდი ალბათობით, მიაღწევს წარმატებას, რის შესახებაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ შეგვახსენა. ერთადერთი სწორი პასუხი კრემლის ამ მუქარაზე არის ის, რომ ამ კანონპროექტის მიღებით სენატი დაუპირისპირდეს რუსულ აგრესიას და დაიცვას დასავლური ღირებულებები,”- განაცხადა სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა.
ცნობისთვის, კანონპროექტი აშშ-ის სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოების ნაწილს აღარ შეიცავს. მას შემდეგ, რაც თავდაპირველი კანონპროექტი “რესპუბლიკელებმა” დაბლოკეს.

უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის სენატის გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამერიკელ სენატორებს მადლობას უხდის. ზელენსკი წერს, რომ ამერიკული დახმარება უკრაინისთვის სამართლიან მშვიდობას მოიტანს და აღადგენს გლობალურ სტაბილურობას მთელი თავისუფალი სამყაროსთვის.

“შეერთებული შტატების შემდგომი დახმარება საშუალებას მოგვცემს გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე რუსული ტერორისგან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქალაქებში ცხოვრება გაგრძელდება და ომზე გაიმარჯვებს” აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, აშშ-ის სენატმა უკრაინის დახმარების კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტი უკრაინის, ისრაელის, ტაივანის დახმარებას აერთიანებს და ჯამში 95 მილიარდ დოლარს მოიცავს. სენატის დამტკიცების შემდეგ, პროექტი ახლა წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button