რეგიონი
უკრაინა რუსეთის ომს ქართველი სამხედრო ემსხვერპლა

უკრაინაში რუსეთის აგრესიას კიდევ ერთი ქართველი სამხედრო ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ბახვა ჩიქობავა მარიუპოლში დაიღუპა. იგი სენაკის მკვიდრია.
ჩიქობავა წლები სამეგრელო-ზემო სვანეთის გდდ-ს სამხარეოს სამმართველოს ყოფილი უფროსი იყო და 2013 წლიდან უკრაინაში იმყოფებოდა.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.