მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინამ კურსკის ცენტრში ადმინისტრაციულ შენობაზე იერიში დრონებით მიიტანა

უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენი აპარატი კურსკში ადმინისტრაციულ შენობას დაესხა თავს, – რუსული მედიის ინფორმააციით, ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, რომან სტაროვოიტმა განაცხადა.
ამ დროისთვის დეტალები უცნობია, თუმცა რუსული მხარე, ტრადიციულად, ამტკიცებს, რომ ზარალი მცირეა და მხოლოდ შენობის სახურავია “ოდნავ დაზიანებული”.

„კურსკში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ადმინისტრაციულ შენობას დაესხა თავს. სახურავი მსუბუქად დაზიანდა“, – წერს გუბერნატორი “ტელეგრამ” არხზე.

მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები იმყოფებიან.

გარდა ამისა უკრაინული მხარე აცხადებს რომ ყირიმის ხიდზე თავდასხმები, რომელიც რუსებმა უკანონოდ ააშენეს, რეგულარული იქნება – აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი The War Zone-თან ინტერვიუში.

“საკითხი ის არ არის, შევუტევით თუ არა ხიდს. ჩვენ ამას რეგულარულად ვაკეთებთ, ასე რომ ბოლომდე მივხედავთ. ეს მხოლოდ დროის საკითხია“, – აღნიშნა ბუდანოვმა.

ამასთან, დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი დარწმუნებულია, რომ პუტინი ამას ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს- ”ის კვლავ განაწყენდება. რა ქნას?“ – უპასუხა ბუდანოვმა კითხვაზე, რას გააკეთებს პუტინი ხიდზე თავდასხმების საპასუხოდ.

მსგავსი პოსტები

Back to top button