მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინამ რუსების 73 იერიში მოიგერიეს 5 მიმართულებით-სულ ფრონტზე 87 საბრძოლო შეტაკება მოხდა

უკრაინამ 16 აპრილს განაცხადა რომ დაადგინა თითქმის 37 ათასი ადამიანი

უკრაინაში ომი გრძელდება – რუსულმა ძალებმა “შაჰედის” ტიპის დრონებით რამდენიმე შეტევა განახორციელეს, საჰაერო განგაშის დროს, აფეთქებები დაფიქსირდა ხმელენცკის ოლქში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა, ნიკოლაი ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა ღამით, ანექსირებული ყირიმიდან ცხრა უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს.

მისი ცნობით, უკრაინამ ყველა მათგანი ჩამოაგდო – ხერსონის, ნიკოლაევის, ხმელნიცკის, პოლტავას, ჩერკასისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში.
ხარკოვის ოლქში სასწავლო დაწესებულება დაიბომბა, დაიღუპა 2 ადამიანი, არიან დაშვებულებიც.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების 73 იერიში მოიგერიეს 5 მიმართულებით, სულ ფრონტზე 87 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, ევროკომისიამ უკრაინაში 50 მილიარდი ევროს რეფორმების გეგმა დაამტკიცა. ნორვეგია კი, უკრაინასთან უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას გააფორმებს, რაც გრძელვადიან სამხედრო, პოლიტიკურ, ფინანსურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას გულისხმობს.

ნიდერლანდები, 2024-26 წლებში უკრაინას დამატებით ოთხ ნახევარ მილიარდ ევროს, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებისთვის გამოუყოფს.

უკრაინამ 16 აპრილს განაცხადა, რომ დაადგინა თითქმის 37 ათასი ადამიანი, – ბავშვები, ზრდასრულები, სამოქალაქო პირები და სამხედროები, – რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა კიევში გამართულ ღონისძიებაზე. ლუბინეცის თქმით, რეალური რიცხვი შესაძლოა ბევრად მეტია.

გაერო აღრიცხავს დაღუპულ სამოქალაქო პირთა რაოდენობას, მაგრამ აცხადებს, რომ სრული ინფორმაცია არ მოეპოვება. BBC-ის ცნობით, მარტში გაეროს ცნობები მოეპოვებოდა 10810 ადამიანის სიკვდილის შესახებ. მათგან 8 ათასზე მეტი მოდიოდა ტერიტორიებზე, რომლებსაც უკრაინა აკონტროლებს.

უგზო-უკვლოდ დაკარგულ უკრაინელთა შესახებ ინფორმაცია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანასკნელად გამოაქვეყნა შარშან მაისში. მაშინ სიაში 23 ათასი ადამიანი იყო.

ომის მსხვერპლთა შესახებ ყველა მონაცემი გამოირჩევა უზუსტობებით და ხშირად ვერ ხერხდება მათი შემოწმება დამოუკიდებელი წყაროების მეშვეობით. დაღუპულ მეომართა შესახებ ინფორმაციას კონფლიქტის მხარეები უკიდურესად იშვიათად ასაჯაროებენ. მაშინაც კი, როცა ისინი ამას აკეთებენ, მათ მონაცემებს ბევრი აყენებს ეჭვქვეშ.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button