მნიშვნელოვანისიახლეები

“რუსებო”, “მონებო” | “ოცნების” დეპუტატები პარლამენტს შეძახილების ფონზე სპეცრაზმის კორდონის დახმარებით ტოვებენ

“ოცნების” დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს სპეცრაზმის კორდონით ტოვებენ, პარალელურად, აქციაზე შეკრებილი ხალხი მათი მისამართით “მონებოსა” და “რუსებოს” სკანდირებს.

დეპუტატების გამოსვლამდე სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებისგან გზა გაათავისუფლა.

უმრავლესობის დეპუტატებს აქციის მონაწილეები შეძახილებით და სტვენით შეხვდნენ.

პარლამენტის ყველა შესასვლელ-გასასვლელი პოლიციის მიერაა პიკეტირებული. დღევანდელი სხდომა კი სადაც ოცნებამ რუსული კანონი წარადგინა და პირველი მოსმენით მისი განხილვა მიმდინარეობდა, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხვალ, 17 აპრილს გაგრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button