მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინამ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული 53 ბავშვი სამშობლოში დააბრუნა

ომის დაწყებიდან დღემდე, 376 ბავშვი დაიღუპა

უკრაინის ვიცეპრემიერისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, უკრაინამ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული 53 ბავშვი სამშობლოში დააბრუნა.

“თუ ბავშვს ვპოულობთ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, მის დასაბრუნებლად ყველაფერს ვაკეთებთ. ამ გზით 53 ბავშვი სამშობლოში უკვე დაბრუნდა,” – ამბობს ვერეშჩუკი.

მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვების გატაცებასთან დაკავშირებით, მშობლებს, ნათესავებსა და ნაცნობებს შეუძლიათ მიმართონ რეინტეგრაციის სამინისტროს ცხელ ხაზს.

გარდა ამისა, ვერეშჩუკის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანაზე.

რეინტეგრაციის სამინისტრო აფიქსირებს რუსეთში უკრაინელი ბავშვების ე.წ “გაშვილების“ შემთხვევებს, რათა უჩივლოს და მოითხოვოს რუსეთის პასუხისგებაში მიცემა, რადგან “ეს არის დანაშაული ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი შვილების მიმართ”.

ამასთან უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე, 376 ბავშვი დაიღუპა, 733-ზე მეტი კი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათივე განმარტებით, ეს მაჩვენებლები საბოლოო არ არის, რადგან ინციდენტების დადასტურება აქტიური საომარი მოქმედებების რაიონებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რთულია.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის, ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვის, მიკოლაივის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში დაიღუპა ან დაშავდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button