უკრაინამ „შაჰედის“ ტიპის 29 უპილოტო საფრენი აპარატიდან 24 ჩამოაგდო
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 29 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან 24 ჩამოაგდეს ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური ნიკოლაი ოლეშჩუკი იტყობინება. ასევე, რუსეთმა უკრაინას ორი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტით და ორი Kh-31P სარადარო რაკეტით შეუტია.
გავრცელებული ინფორმაციით, საზენიტო თავდაცვა მუშაობდა ხერსონის, ოდესის, მიკოლაევის, პოლტავას, სუმის, დნეპროპეტროვსკის, კიევის, ვინიცისა და ჟიტომირის რაიონებში.
უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.
უკრაინაში ომი გრძელდება – დონეცკის ოლქში, რუსეთის იერიშებს სამი ადამიანი ემსხვერპლა. დაჭრილია რვა ადამიანი.
დაიბომბა ხერსონის ოლქის 14 სოფელი. განადგურებულია 9 საცხოვრებელი სახლი და რეგიონში მდებარე კრიტიკული ინფრასტრუქტურა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ფრონტის ხაზზე 102 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
ქვეყნის გენშტაბის მონაცემებით, ყველაზე რთულ საბრძოლო მიმართულებად პოკროვსკი და ტორეცკი სახელდება.
რუსეთის ძალებმა ფრონტზე წინ წაწევა შეძლეს. “დიფსთეითის” მიერ გავრცელებული მონაცემებით, ოკუპანტებმა სოფელი ტიმოფეევკა და ვესოლოე დაიკავეს, კიდევ ერთ სოფელს ჟელანოეს კი ალყა შემოარტყეს.