მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეებისპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები იტალიასთან დამარცხდა და ოლიმპიადას გამოეთიშა

პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოისტთა გუნდური შეჯიბრების მერვედფინალში საქართველოს ნაკრები მეტოქე იტალიასთან დამარცხდა, ანგარიშით 3:4, და ოლიმპიადას გამოეთიშა.

საქართველოს ნაკრების მხრიდან ტატამიზე პირველი ეთერ ლიპარტელიანი გავიდა (57კგ), რომელმაც ოდეტე გიუფრიდა იპონით 19 წამში დაამარცხა – 1:0.

შემდეგ იყო ლაშა შავდათუაშვილის შეხვედრა. ოლიმპიური ჩემპიონი 73კგ-ში მანუელ ლომბარდოსთან ვაზარით დამარცხდა და ანგარიში გათანაბრდა. იტალია წინ კიმ პოლინგმა გაიყვანა, რომელმაც ეთერ ასკილაშვილს (-70კგ) ასევე იპონით სძლია.

კიმ პოლინგმა ეთერ ასკილაშვილის დამარცხებით დააწინაურა იტალიის ნაკრები – 1:2

ანგარიში 2:2 გახადა მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა, რომელმაც 90კგ წონით კატეგორიაში კრისტიან პარლატი იპონით დაამარცხა. იტალია კიდევ ერთხელ ალის ბელანდიმ (70კგ+) დააწინაურა, მასთან დაპირისპირებაში სოფიო სომხიშვილი არალეგალური მოქმედების გამო ასპარეზობიდან მოხსნეს – 2:3.

სოფო სომხიშვილი მსაჯებმა შეჯიბრებიდან მოხსნეს და იტალია კვლავ დაწინაურდა – 2:3

მეექვსე შეხვედრაში ჩვენი გუნდიდან ილია სულამანიძემ (90კგ+) იასპარეზა, მან ჯენარო პირელის იპონით მოუგო, ანგარიში გაათანაბრა (3:3) და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი შეხვედრის ჩატარება გახდა საჭირო. პროგრამამ შემთხვევითობის პრინციპით 73კგ წონითი კატეგორია აირჩია, სადაც ლომბარდომ ლაშა შავდათუაშვილს კიდევ ერთხელ სძლია – 4:3 იტალიის სასარგებლოდ.

ექვსი რაუნდი ფრედ დასრულდა.

კენჭისყრამ გადაწყვიტა, რომ ლაშა შავდათუაშვილი დაუპირისპირდებოდა მანუელ ლომბარდოს.

შავდათუაშვილს მეორედაც სძლია იტალიელმა მეტოქემ და საქართველოს ნაკრები ოლიმპიადას გამოეთიშა.

იტალიის შერეული გუნდი მეოთხედფინალში უზბეკეთსა და კანადას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ინდივიდუალურ ასპარეზობას, პარიზის ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე სამი მედალია.

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, ხოლო ვერცხლის მედლები ილია სულამანიძემ და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს.

🇬🇪🥇ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია🇬🇪🥇

შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ ასპარეზობაში პარიზის ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე სამი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, ხოლო ვერცხლის მედლები ილია სულამანიძემ და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს.

ილია სულამანიძემ პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

მსგავსი პოსტები

Back to top button