მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში ამერიკული ტანკების, Abrams-ების გაგზავნას „მრავალი თვე“ დასჭირდება

ვაშინგტონი უკრაინისთვის „M1 აბრამსის“ ტანკების გადაცემასთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს ავრცელებს. პენტაგონის ინფორმაციით, დახმარების პაკეტის ჯამური ღირებულება 400 მილიონი დოლარია და ის 3 ტანკთან ერთად, რვა ტაქტიკურ მანქანასა და წვრთნების დაფინანსებას ითვალისწინებს.
რაც შეეხება, ტანკებს გერმანიიდან – გერმანიის მინისტრის ინფომრაციით, ლეოპარდის ტანკები უკრაინაში 3 თვის განმავლობაში ჩავა.
პარალელურად, სლოვაკეთი მზად არის, უკრაინისთვის საკუთარი “მიგ-29″ თვითმფრინავების გადაცემა განიხილოს. განცხადება ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა.

თეთრ სახლში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ დაადასტურა, რომ უკრაინაში ამერიკული ტანკების, Abrams-ების გაგზავნას „მრავალი თვე“ დასჭირდება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს თეთრ სახლში გამოსვლისას პირველად გამოაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის Abrams-ების გაგზავნას აპირებს. მან თქვა, რომ ტანკების მომსახურებისთვის უკრაინული სამხედროების მომზადებას აშშ ახლავე დაიწყებს, ვინაიდან Abrams-ი ერთობ რთულია ექსპლუატაციისთვის.

ამერიკულ ტანკებს უკრაინას გადასცემენ პროგრამა Ukraine Security Assistance Initiative-ის ფარგლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ უკვეთენ მის მწარმოებელს და არ იღებენ აშშ-ის არმიის მარაგში არსებული ტექნიკიდან.

შეკითხვაზე, რატომ შეცვალა აშშ-მა პოზიცია უკრაინისთვის ტანკების გადაცემის საკითხში, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა განაცხადა:

„შეიცვალა ვითარება ბრძოლის ველზე და ბრძოლის ტიპები, რომელთაც აწარმოებს რუსეთი. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ბრძოლის ტიპები, რომელთა წარმოებაც შეეძლებათ უკრაინელებს უახლოეს თვეებში, მთელი 2023 წლის განმავლობაში.”

კირბის თქმით, სწორედ ამიტომ აშშ ამჟამად უკრაინის სამხედროებს წვრთნის საერთო-საჯარისო ბრძოლების წარმოებაში, როცა ერთად მოქმედებს ჯარების ყველა სახეობა.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის ალექს ჩალკის თქმით, მათ იმედი აქვთ რომ Challenger 2 ტანკებს უკრაინას მარტის ბოლოს გადასცემენ.

იანვრის დასაწყისში, ბრიტანეთმა განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით საარტილერიო დახმარებასთან ერთად 14 საბრძოლო ტანკს გაუგზავნის.

„მიზანია, რომ ეს მარტის ბოლოს მოხდება“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ჩალკის თქმით, ამ პერიოდში უკრაინის ძალებს ტანკების მართვისა და მათი შენახვის კუთხით გაწვრთნიან.

სხვა ქვეყნებმა, მათ შორის აშშ-მ და გერმანიამ ასევე განაცხადეს, რომ კიევს ტანკებს გადასცემენ, რაც შესაძლოა უკრაინაში რუსეთის ომში გადამწყვეტი მნიშვნელობის იყოს.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ასევე დღეს განაცხადა, რომ უკრაინას გერმანული წარმოების Leopard 2 ტანკებს მარტის ბოლოს გაუგზავნიან.

ხოლო პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ უკრაინას დაპირებულ Leopard-ის ტანკებს რამდენიმე კვირაში გადასცემენ.

გერმანია დააფინანსებს 20 მილიონი ევროს ღირებულების Starlink-ის სატელიტური ტერმინალების შეძენას უკრაინისთვის. ამის შესახებ განაცხადა ოთხშაბათს კიევის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა გააკეთა.

“მადლობა გამოვხატე გერმანელი ხალხის მიმართ 10 000 Starlink-ის ახალი პარტიისთვის, რომელსაც ჩვენ მომავალ თვეში მივიღებთ”, – თქვა მიხაილო ფედოროვმა Telegram-ის პოსტში.

ელონ მასკის კერძო სარაკეტო კომპანიის SpaceX-ის მიერ დამზადებული პატარა, ადვილად გამოსაყენებელი სატელიტური თეფშები საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც უკრაინის სამხედრო კომუნიკაციისთვის მნიშვნელოვანი წყარო, რაც საშუალებას აძლევს მებრძოლებს იყვნენ ონლაინ, მაშინაც კი, როცა მობილური ტელეფონები და ინტერნეტ ქსელები ნადგურდება რუსეთთამ ომის გამო.

“რეალურ დროში კომუნიკაცია საშუალებას აძლევს უკრაინელ ჯარისკაცებს კოორდინირება გაუწიონ თავიანთი სამშობლოს დაცვას და უკეთ დაიცვან თავი რუსული თავდასხმებისგან”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყება აღნიშნავს, რომ ინტერნეტზე წვდომა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მაშველი რგოლია და დანარჩენ მსოფლიოს საშუალებას აძლევს გაიგოს რა ხდება უკრაინაში.

ევროკავშირი უკრაინას ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის პროგრამის ლოჯისტიკური ცენტრის მეშვეობით, კიდევ 1000 გენერატორს გადასცემს, – ინფორმაცია ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ევროკომისარი კრიზისების მართვის საკითხებში იანეზ ლენარჩიჩი და პოლონეთის პრემიერმინისტრი მატეუშ მორავიეცკი პოლონეთში rescE-ს ენერგეტიკულ ჰაბს ეწვივნენ, რომელიც იმუშავებს როგორც ლოჯისტიკური ცენტრი, უკრაინაში გადაუდებელი ენერგეტიკული დახმარების მიწოდებისთვის.

გარდა ამისა განცხადებაში წერია, რომ ევროკავშირმა 114 მლნ ევრო გამოუყო პოლონეთს გენერატორების შესაძენად, რომლებიც rescEU ენერგეტიკული რეზერვის ნაწილი გახდება.

აღნიშნული გენერატორები კი უკრაინას ამავე პროგრამის ფარგლებში გადაეცემა.

უკრაინისთვის გერმანული წარმოების, ასევე აშშ-დან საბრძოლო ტანკების მიწოდების შემდეგ, ნატო განიხილავს კიევისთვის გამანადგურებლების გადაცემის საკითხს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე.

ამის შესახებ წერს გამოცემა Politico, სამხედრო და დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით. როგორც გამოცემის ერთ-ერთი თანამოსაუბრე ეუბნება Politico-ს, ადრე ვაშინგტონი კიევს ეუბნებოდა, რომ შეუძლებელი იყო სამხედრო თვითმფრინავების მიწოდება, ეს იყო „წითელი ხაზი“, მაგრამ ახლა ის იცვლება. გამოცემის წყაროს თქმით, ასე იყო HIMARS-ების შემთხვევაში, მოგვიანებით კი – ტანკების გამო. Politico-ს თანახმად, კიევისთვის გამანადგურებლების გადაცემის საკითხი უფრო სადავო იქნება, ვიდრე დასავლური ტანკების მიწოდება.

ჯერჯერობით მხოლოდ ნიდერლანდმა გამოთქვა უკრაინისთვის თავისი F-16 ტიპის გამანადგურებლების მიწოდებისთვის მზადყოფნა. გასულ კვირას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰიოქსტრამ პარლამენტს განუცხადა, რომ მისი კაბინეტი განიხილავს გამანადგურებლების მიწოდებას, თუ კიევი ასეთის სურვილს გამოთქვამს.

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გამორიცხა კიევისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება და ამის მიზეზად დაასახელა კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების აუცილებლობა. გარდა ამისა, ექსპერტების აზრით, F-16 და F-15 ტიპის თვითმფრინავები, მაღალი ტექნიკური მომსახურების მოთხოვნების გამო, არ არის შესაფერისი უკრაინისთვის. ამას დაერთვის აეროდრომების პრობლემა, რომელთა რეკონსტრუქცია უკრაინაში რუსეთის დაზვერვას არ გამოეპარება და იოლი გახდება მათი დაბომბვა.

შვედური წარმოების Greenpans-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები უფრო შესაფერისი იქნებოდა უკრაინისთვის, წერს გამოცემა, თუმცა, შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ ჯონსონმა Politico-ს განუცხადა, რომ შვედეთს „არ აქვს უახლოესი გეგმა, მიაწოდოს Greenpans-ები უკრაინას“. გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე, უკრაინის სამხედრო დახმარების საკოორდინაციო ჯგუფის მომდევნო შეხვედრაზე, გადაწყვეტილება კიევისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდების შესახებ არ იქნება მიღებული. ზოგიერთი ოფიციალური პირი მიიჩნევს, რომ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება საგანგებო გეგმის შემუშავებაზე, როდის შეიძლება დასჭირდეს უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავები.

მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა მოკავშირეს მათი მზაობისთვის, მოგვაწოდონ თანამედროვე და ძალიან საჭირო ტანკები” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტმა აქცენტი გააკეთა სატანკო კოალიციაზეც, რაც თანამედროვე ტიპის ტანკების უკრაინისათვის გადაცემას გულისხმობს.

“დღეს უკრაინისათვის ძალიან კარგი ამბების დღეა. არსებობს სატანკო კოალიცია. მიღებულია გადაწყვეტილება რომ ჩვენი თავდაცვა თანამედროვე ტანკებით მომარაგდეს. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მოკავშირეს მათი სურვილისა და მზაობისთვის, მოგვაწოდონ და უზრუნველყონ ჩვენი თავდაცვა თანამედროვე და საკმაოდ საჭირო ტანკებით. ეს ყველაფერი ახლა მსოფლიოსთვის ადასტურებს ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტს – ის, რომ თავისუფლება მხოლოდ ძლიერდება. და ის, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ თავისუფლების გასაძლიერებლად. ეს ისტორიული მიღწევაა იმ ლიდერების რომლებიც ახლა უკრაინისა და ევროპის დასაცავად მუშაობენ,” – განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთი მძაფრ რეაქციას გამოხატავს დასავლეთიდან კიევისთვის მხარდაჭერის გაწევაზე. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, 26 იანვარს მოსკოვში ჟურნალისტებს უთხრა, რომ „კატეგორიულად არ ეთანხმებიან“ ევროპის დედაქალაქებისა და ვაშინგტონის განცხადებებს, რომ უკრაინისთვის შეიარაღების სხვადასხვა სისტემის, მათ შორის ტანკების გაგზავნა, არ ნიშნავს საბრძოლო მოქმედებებში ამ ქვეყნების ან ნატოს ჩართვას.

მსგავსი პოსტები

Back to top button