მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ტანკების მიწოდება დასავლეთის ქვეყნებს უკრაინასთან კონფლიქტის მონაწილეებად აქცევს

რუსეთის პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დღეს, 26 იანვარს, მოსკოვში ჟურნალისტებს უთხრა, რომ „კატეგორიულად არ ეთანხმებიან“ ევროპის დედაქალაქებისა და ვაშინგტონის განცხადებებს, რომ უკრაინისთვის შეიარაღების სხვადასხვა სისტემის, მათ შორის ტანკების გაგზავნა არ ნიშნავს საბრძოლო მოქმედებებში ამ ქვეყნების ან ნატოს ჩართვას, რუსეთის პრესსპიკერმა, განაცხადა, რომ ტანკების მიწოდება დასავლეთის ქვეყნებს უკრაინასთან კონფლიქტის მონაწილეებად აქცევს.

“ევროპის დედაქალაქებიდან და ვაშინგტონიდან მუდმივად ისმის იმის შესახებ, რომ შეიარაღების სისტემების, მათ შორის ტანკების უკრაინისთვის მიწოდება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ამ ქვეყნებისა და ალიანსის ჩართვას საბრძოლო მოქმედებებში, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს. ამას კატეგორიულად არ ვეთანხმებით. მოსკოვში ყველაფერი, რასაც აკეთებენ როგორც ალიანსი, ისე ეს დედაქალაქები, აღიქმება, როგორც უშუალო მონაწილეობა კონფლიქტში. ჩვენ ვხედავთ, რომ ის იზრდება”, -თქვა პესკოვმა.
როგორც კრემლის პრესმდივანმა თქვა, დღის წესრიგში არ დგას უკრაინაში მიმდინარე „სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის“ სტატუსის შეცვლის საკითხი.

აშშ-მა უკრაინაში ტანკების, კერძოდ, Abrams-ების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ უკრაინას 31 ტანკს გადასცემს.

შეგახსენებთ, გუშინ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინას „ლეოპარდი 2“-ის ტიპის 14 ტანკს გაუგზავნის, ასევე ტანკების გაგზავნის ნებართვას მისცემს მესამე ქვეყნებსაც. ამგვარად, უკრაინა, ჯამში, „ლეოპარდი 2“-ის ტიპის დაახლოებით 80 ტანკს მიიღებს. ამას გარდა, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას „M1 აბრამსის“ ტიპის 31 ერთეულ ტანკს გაუგზავნის.

მსგავსი პოსტები

Back to top button