მნიშვნელოვანირეგიონი

უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი ალუდა ზვიადაური სამხედრო პატივით დაკრძალეს.
დაკრძალვის ცერემონიალი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორში, დღეს შედგა.
ზვიადაურის ბიძა, ნუგზარ ჭინჭარაული ამბობს, რომ ოჯახის ერთადერთი ნუგეში, ქართველი ჯარისკაცის გმირული სიკვდილია.

ზვიადაურის დაკრძალვის დღეს, გარდაცვლილის ოჯახს, საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა მიუსამძიმრეს.
მშობლიურ მხარეში, ზვიადაურის ცხედარი, 26 ივნისს, ქაშუეთის ეკლესიიდან გადაასვენეს.
42 წლის ალუდა ზვიადაური უკრაინაში, ლუგანსკის რეგიონის ქალაქ სევეროდონეცკში, რუსი ოკუპანტის ტყვიამ დაჭრილების გამოყვანის დროს იმსხვერპლა.

გარდაცვლილს უმაღლესი იურიდიული განათლება საქართველოში ჰქონდა მიღებული, თუმცა, წლების მანძილზე სამუშაოდ ესტონეთში იმყოფებოდა.

უკრაინაში რუსული საოკუპაციო ძალების შეჭრის შემდეგ, ზვიადაური ომში წავიდა და ჯოხარ დუდაევის სახელობის ჩეჩნურ ბატალიონში იბრძოდა.
ალუდა ზვიადაური 18 ივნისს მოკლეს.ის
მეთექვსმეტე ქართველია, რომელიც რუსეთ- უკრაინის ომში დაიღუპა.

მსგავსი პოსტები

Back to top button