მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში ბრაკონიერები გამოავლინეს

კახეთში ბრაკონიერები გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობოს დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტები სამ მუნიციპალიტეტში აღმოაჩინეს.

მოქალაქეები მდინარე ალაზანზე, იორსა და ბურსაზე, ელექტროშოკურ აპარატებს, დენის წყარო – აკუმულატორებს, ჩოგანბადეებსა და მოსასმელ ბადეს იყენებდნენ.
საგარეჯოში, მდინარე იორზე, სამართალდამრღვევებს სხვადახვა სახეობის ნახევარ კილოგრამამდე თევზიც ჰქონდათ მოპოვებული.

თევზჭერისათვის გამოყენებული აკრძალული საშუალებები დალუქული, ხოლო სამართალდამრღვევების მიმართ შესაბამისი დოკუმენტაციაა შედგენილი.

გამოვლენილი ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები შემგდომი რეაგირების მიზნით, სამართალდამცავ უწყებებშია გადაგზავნილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button