მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გარდაიცვალა

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი მებრძოლის გიორგი გრიგოლიას ოჯახმა მომხდარის შესახებ დღეს შეიტყო.

მათი ინფორმაციით, გიორგი 3 დღის წინ დაიღუპა დონეცკის ოლქში საბრძოლო მოქმედებების დროს.

მათივე თქმით, ის 16 წელია უკრაინაში ცხოვრობდა, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი, რომლებიც ომის დაწყების პირველივე დღიდან თურქეთში გაუშვა.

უკრაინაში ამ დრომდე რჩება გიორგი გრიგოლიას მამა, რომელიც ნიკოლაევში იმყოფება, რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ცდილობს სხვადასხვა გზებით შვილის ცხედართან ჩაღწევას.

ოჯახმა უკვე მიმართა საელჩოებს ცხედრის ჩამოსვენებაში დახმარების თხოვნით, თუმცა როგორ და როდის მოხერხდება მათთვის უცნობია.

გრიგოლიების სახლი აბაშაში, თავისუფლების ქუჩაზე წლებია გამოკეტილია.

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს სულ 13 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button