
უკრაინის, ტერნოპილსკის ოლქში კორონავირუსით მღვდელი გარდაიცვალა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, წირვა-ლოცვას ფარულად ატარებდა.
„55 წლის სასულიერო პირი ერთ-ერთი დასახლების მღვდელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო მსახურება აკრძალულია, ის ფარულად კერძო შენობაში წირვა-ლოცვას აღავლენდა, სადაც სავარაუდოდ კორონავირუსით დაინფიცირდა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – აცხადებს რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კუდლაკი მედიასთან საუბარში.
გარდაცვლილი სასულიერო პირი, უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიის ღვთისმსახურია.
ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსის გამო კიევ-პეჩერის ლავრაც დაიხურა, სადაც ვირუსით 100-მდე პირი დაინფიცირდა.