მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში ქართველი მეომარი გარდაიცვალა

უკრაინაში ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა ქართველი მეომარი ზურაბ იაშვილი,-ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე ავრცელებს.

ზურაბ იაშვილი ჰოსპიტალში მას შემდეგ მკურნალობდა, რაც ერთ-ერთი შეტაკების დროს, ბრძოლის ველზე დაიჭრა.

სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

“დღეს აღესრულა ჩვენი ლომი ძმა საუკეთესო მეომარი და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ზურაბ იაშვილი ვეღარ გაუძლო მისმა ნატანჯმა გულმა და სხეულმა ოკუპანტების მიერ მიყენებული დაზიანებებს და ჭრილობებს ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროს უფალმა ვიზიარებ ოჯახის და ჩვენი ქვეყნის მწუხარებას”,-წერენ მეგობრები სოც ქსელში.

მსგავსი პოსტები

Back to top button