მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში ომი გრძელდება -24 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა დამატებით 710 სამხედრო დაკარგეს

უკრაინაში ომი გრძელდება – გასული დღე-ღამის განმავლობაში 29 საბრძოლო შეტაკება მოხდა კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით.

ღამით რამოდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. რადგან არსებობდა დრონებითა და ბალისტიკური იარაღით თავდასხმის საფრთხე.

აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესაში. ოკუპანტები მიკოლაევს თავს დაესხნენ “შაჰედის” ტიპის დრონებით. შედეგად ქალაქში გაჩნდა ხანძარი.

აფეთქებები დაფიქსირდა ხერსონის ოლქშიც, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით ახლა ოკუპანტების ხაფანგი ბახმუტია, რადგან ისინი ვერც გადაადგილდებიან და ვერც ტოვებენ ქალაქს . მან ასევე აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალებმა ფლანგებზე თითქმის ყველა საკვანძო სიმაღლე დაიკავეს.

პენტაგონის ინფორმაციით, ახალი მეთოთხმეტე “რამშტეინის” ფორმატის შეხვედრა, რომელიც დღეს გაიმართება, ფოკუსირებული იქნება უკრაინის კონტრშეტევაზე და უკრაინის ძალებისთვის ყველა იმ საჭირო აღჭურვილობის მიწოდებაზე, რაც ტერიტორიების გათავისუფლებისთვის სჭირდებათ.

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 239 010 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა დამატებით 710 სამხედრო დაკარგეს, ასევე, განადგურდა 4 რუსული ტანკი და 38 საარტილერიო სისტემა. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან 18 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

ტანკი – 4119
ჯავშანტექნიკა – 8051
საარტილერიო სისტემა – 4542
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 689
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 428
თვითმფრინავი – 315
ვერტმფრენი – 310
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3839
ფრთოსანი რაკეტა – 1273
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 7086
სპეცტექნიკა – 677
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button