მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში ომი გრძელდება-რუსები უკრაინის თითქმის ყველა ოლქს ბომბავენ

უკრაინაში ომი გრძელდება – ღამით საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა რამდენიმე ოლქში. კიევის პოდოლსკის რაიონში, კერძო სახლის ეზოში, ყუმბარის აფეთქების შედეგად, დაიღუპა მამაკაცი.
გავრცელდა ინფორმაცია ხმელნიცკის რეგიონში საზენიტო თავდაცვის მუშაობის შესახებ. უკრაინელმა მებრძოლებმა 23-დან 18 დრონი ჩამოაგდეს, ასევე გაანადგურეს ერთი მართვადი საჰაერო რაკეტა. უპილოტო საფრენი აპარატები ხარკოვის ოლქში გამოჩნდა. რუსეთის თავდასხმებს მოჰყვა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, არიან დაშავებულებიც.
აფეთქებები დაფიქსირდა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმშიც.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა. მათ ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობა და ზამთრის პერიოდში უკრაინისთვის აუცილებელი საჭიროებები განიხილა.

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი იერიში მიიტანეს. მსხვერპლია ქალაქ ხერსონში. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ხერსონის ცენტრში 2 ადამიანი დაიღუპა და 1 დაიჭრა.
“ექიმებს, რომლებიც სასწრაფოდ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, მხოლოდ სიკვდილის დადასტურება მოუხდათ,” – წერს Telegram-ზე ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი.
გასულ ღამით და დღეს დილით დრონებით და რაკეტებით თავდასხმა იყო ლვოვის, დონეცკის და ხარკოვის ოლქებზეც. გამოცხადებული იყო საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას უნდა გადავიდნენ. უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, დაზიანებულია 10-მდე მრავალბინიანი და კერძო სახლი, სასწავლო დაწესებულება, ადმინისტრაციული შენობა და 2 კერძო საწარმო. მსხვერპლი არ არის.

უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 17 უპილოტო საფრენი აპარატი და 6 საზენიტო რაკეტა. უკრაინელმა სამხედროებმა მხოლოდ 10 დრონი გაანადგურეს.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსებმა დონეცკის ოლქში ქალაქი ჩასივ იარი დაბომბეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ხუთი პირი.
უწყების ცნობით, რუსეი ტერიტორიას ორი საათის განმავლიბაში ბომბავდნენ. დაზიანებულია სახლები და საქამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

დონეცკის ოლქის ქალაქ ნოვოგროდოვკაში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში რვა წლის გოგონას ცხედარი იპოვეს.

ქალაქზე სარაკეტო თავდასხმა 30 ნოემბრის ღამეს მოხდა. ჩამონგრეული კორპუსის ადგილზე სამაშველო-სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ალექსანდრ შევჩენკოს ინფორმაციით, ბავშვის მშობლები სავარაუდოდ ჯერ კიდევ ნანგრევების ქვეშ არიან.

ნოვოგროდოვკაში მომხდარის შემდეგ, სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

სარაკეტო თავდასხმის შედეგად არიან სხვა დაღუპულებიც.
უკრაინის პროკურატურა კი აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ომის კანონების დარღვევის ფაქტზე დაიწყეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button