უკრაინაში სააკაშვილის გადადგომას ითხოვენ

უკრაინის პრეზიდენტის საიტზე, ოდესისი ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შესახებ, პეტიცია გამოქვეყნდა.

„სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ოდესისი ოლქის გუბერნატორის პოსტზე მუშაობისას, სააკაშვილმა არცერთი დანაპირები შეასრულა. ოდესის ოლქის მკვიდრებმა პოზიტიური ცვლილებები ვერ დაინახეს. კორუფციასთან ბრძოლა და რეფორმების ჩატარება ლიტონ სიტყვებად დარჩა,“ – აღნიშნულია პეტიციის ტექსტში.

დოკუმენტის ავტორებმა საკადრო ცვლილებებს, ბიუროკრატიასთან არაპროდუქტულ ბრძოლასა და ინვესტიციების არქონას უნდობლობა გამოუცხადეს.

მიმდინარე მომენტში, პეტიციას, საჭირო 25 ათასიდან, ხელი 140-მა ადამიანმა მოაწერა. ხელმოწერების შეგროვებისთვის 90 დღეა გამოყოფილი.

შეგახსენებთ, 1 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრემიერ-მინისტრად დანიშვნისშესახებ, ელექტრონული პეტიცია განთავსდა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”18117″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button