მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელებმა რუსული ვერტმფრენი „კა-27“ ჩამოაგდეს

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა 325 ვერტმფრენი დაკარგა

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმის სანაპიროსთან რუსული „მი-24“ ტიპის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, „მი-24“ – ის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური პრობლემა გახდა. ვერტმფრენის ეკიპაჟის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

საჰაერო განგაში გამოცხადდა უკრაინის ქალაქ სევასტოპოლში, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერაა ანექსირებული.

კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასის“ ცნობით, ქალაქში დროებით აიკრძალა სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის მიმოსვლა. ავტოტრანსპორტისთვის დაიკეტა ყირიმის ხიდი.

სევასტოპოლს, სადაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მთავარი სამხედრო ბაზა მდებარეობს, უკრაინის თავდაცვის ძალები პერიოდულად უტევენ რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინას დღევანდელ სავარაუდო იერიშსა და მის სამიზნეებზე ჯერ არაფერი უთქვამს.

დეტალების დაკონკრეტების გარეშე ჯერჯერობით მხოლოდ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სპიკერმა დმიტრო პლეტენჩუკმა გაავრცელა ცნობა, რომ ყირიმში ჩამოაგდეს რუსული ვერტმფრენი “Ка-27”.

“მინუს რუსული Ka-27 ყირიმში. რაღაცას ვეძებდი. ვიპოვე” – დაწერა პლეტენჩუკმა.

დამატებითი დეტალები, მაგალითად რა ტიპის იარაღი გამოიყენა უკრაინამ და რა ვითარებაში განადგურდა თვითმფრინავი, ჯერ უცნობია.
უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა 325 ვერტმფრენი დაკარგა.

მსგავსი პოსტები

Back to top button