მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის რეგიონის ქალაქ მარიუპოლზე კონტროლი სრულად აღადგინეს

უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქებზე სჩასტიესა და მარიუპოლზე სრული კონტროლი აღადგინეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მძიმე ბრძოლები გრძელდება ხარკოვის მიმართულებით და უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის რაიონში, სადაც მოწინააღმდეგე მხარემ დანაკარგი განიცადა.

„ჩვენმა ძალებმა სრული კონტროლის ქვეშ დააბრუნეს ქალაქები მარიუპოლი და სჩასტიე. განადგურებულია მტრის სულ მცირე ექვსი თვითმფრინავი, ორი შვეულმფრენი და ათობით ჯავშანმანქანა“, – აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.

მათი ცნობით, რთული ვითარებაა ასევე ხერსონის მიმართულებით.

მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ხარკოვის რაიონში და გაერთიანებული ძალების მოქმედების რაიონში. ოფიციალური ინფორმაციით, ხარკოვის შემოვლით გზაზე ოკუპანტების 4 ტანკი დაიწვა.

ასევე განადგურებულია სულ მცირე 6 თვითმფრინავი, 2 შვეულმფრენი და მოწინააღმდეგის ათობით ჯავშანმანქანა. დაღუპულია 50-მდე რუსი ოკუპანტი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რთული ვითარებაა ხერსონის მიმართულებით, მაგრამ უკრაინის თავდაცვის ძალები აგრესორის წინსვლას აკავებენ.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთის არმიის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად, 24 თებერვლის ღამიდან ამ დრომდე, 40-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა “უკრაინსკაია პრავდა” უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ალექსეი არესტოვიჩის თქმით, უკრაინის ხელისუფლებას აქვს მონაცემები სამოქალაქო მოსახლეობას შორის დანაკარგის შესახებ, მათ შორის, მშვიდობიან მოქალაქეებს შორის 10-მდე დაღუპულზე.

“ვიცი, რომ დღეისთვის არის 40-ზე მეტი დაღუპული და რამდენიმე ათეული დაჭრილი,” – განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა, და აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები წინააღმდეგობას უწევენ რუსეთის აგრესიას.

მსგავსი პოსტები

Back to top button