მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის არმიამ ბელარუსის საჰაერო სივრცე დაარღვია-ლუკაშენკო

ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსმა სამხედროებმა ქვეყნის თავზე უკრაინიდან გაშვებული რამდენიმე საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს.
ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებითავიაცია მთელი ღამის განმავლობაში საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე იყო გადასული.

“გუშინ, 18:10 საათზე ბელარუსის საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის ძალები გაზრდილ საბრძოლო მზადყოფნაში გადავიდნენ. საქმე იმაშია, რომ (ვეჭვობთ, რომ ეს პირველი შემთხვევა ეს არ არის) უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელარუსის რესპუბლიკის საჰაერო სივრცე დაარღვიეს”, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, ბელარუსში ეჭვი აქვთ, რომ საქმე უპილოტო საფრენ აპარატებს ეხება.

“ჩვენ სამიზნეები ბელარუსის ტერიტორიაზე გავანადგურეთ, დანარჩენი რუსეთის ფედერაციაში. რუსეთის გენერალური შტაბის ინფორმაციით, სამიზნეები იაროსლავლის მახლობლად გაანადგურეს”, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკო ამბობს, რომ, რუსულ მხარესთან კოორდინირებულად მოქმედებს, კიევს კი საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევაში ადანაშაულებს. ამ დროისთვის, ბელარუსის ტერიტორიაზე საჰაერო სამიზნეების ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს. ოფიციალური მინსკი ამბობს, რომ კიევმა რუსეთზე თავდასხმის განსახორციელებლად ბელარუსის საჰაერო სივრცე გამოიყენა.
ჩვენ ვეჭვობთ, რომ ეს იყო უპილოტო საფრენი აპარატები“, – განაცხადა ლუკაშენკომ და აღნიშნა, რომ სამხედროებს დაავალა, მიიღონ შესაბამისი ზომები ბელარუსის ტერიტორიის დასაცავად.

„რაში სჭირდება ეს უკრაინას, არ მესმის, უნდა გავარკვიოთ. მაგრამ როგორც მე ვთქვი, ჩვენ მკაფიოდ განვუსაზღვრეთ მათ და მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ნებისმიერი პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩება“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

მსგავსი პოსტები

Back to top button