მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის და რუსეთის სახალხო დამცველები თურქეთში შეხვედნენ

თურქეთში გაიმართა უკრაინის და რუსეთის სახალხო დამცველების, დმიტრო ლუბინეცის და ტატიანა მოსკალკოვას შეხვედრა. შესაბამის ინფორმაციას ლუბინეცი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს. ინფორმაცია წუხანდელ შეხვედრაზე, რომელიც ანკარაში, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში შედგა, ჯერჯერობით საკმაოდ მწირია.
„განვიხილეთ ორი ქვეყნის მოქალაქეების სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ჰუმანიტარული პრობლემების და საკითხების ფართო სპექტრი“, – წერს ლუბინეცი.
მისი ცნობით, მხარეებმა გაცვალეს კონკრეტული წინადადებები. უკრაინის ომბუდსმენის ცნობით, ის განაგრძობს თითოეული უკრაინელის დასახმარებლად მუშაობას.

ასევე უკრაინის ომბუდსმენის ოფიციალურ საიტზე დღეს, 11 იანვარს გამოქვეყნებული ცნობით, განიხილეს ჰუმანიტარული პრობლემების ფართო სპექტრი, რომელიც უკავშირდება ორი ქვეყნის მოქალაქეთა სამართლებრივ დახმარებას და კონკრეტული წინადადებები გაცვალეს. დეტალებს ლუბინეცი არ ასახელებს. ტატიანა მოსკალკოვამაც ტელეგრამზე დაწერა, რომ განიხილეს ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის საკითხები.

თურქეთში შეხვედრამდე უკრაინის სახალხო დამცველი აცხადებდა, რომ მთავარი თემა იქნებოდა რუსეთიდან უკრაინაში სამხედრო და სამოქალაქო პირების დაბრუნება, ხოლო რუსეთის სახალხო დამცველი ერთ-ერთ განსახილველ საკითხად ასახელებდა უკრაინაში პრორუსული პოზიციის მქონე პირთა სამართლებრივი დევნის პრობლემას.
მანამდე რუსეთის ომბუდსმენი აცხადებდა, რომ უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრას თურქეთში დაგეგმილი ფორუმის ფარგლებში აპირებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button