მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის დაზვერვა: ომის განმავლობაში პირველად, რუსეთის ტერიტორიაზე Su-57 გავანადგურეთ

კვირას უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ (GUR) განაცხადა, რომ შაბათს უკრაინის არმიამ დრონების იერიშით პირველად მისწვდა რუსულ სუ-57 გამანადგურებელს. ეს ხომალდი რუსეთის შეიარაღებაში არსებულ ყველაზე თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავად ითვლება.

უკრაინის დაზვერვის თანახმად, თვითმფრინავზე დარტყმა რუსეთის ასტრახანის რეგიონში, ახტუბინსკის სამხედრო აეროდრომზე განხორციელდა, ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 600 კილომეტრში.

ტელეგრამის არხით გავრცელებულ სატელიტურ კადრებში ჩანს, რომ 7 ივნისს აეროდრომზე მდგარი თვითმფრინავი მთელია. ხოლო 8 ივნისს უკვე თვითმფრინავის გვერდით მოსჩანს აფეთქებით გამოწვეული კრატერები და ხანძრისთვის დამახასიათებელი ცეცხლის ლაქები.
„სუ-57-ის განადგურება პირველი ასეთი შემთხვევაა ისტორიაში“, – აღნიშნულია უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაში.

ტელეგრამის არხი Fighter bomber-ი წერს, რომ გამანადგურებელ თვითმფრინავ სუ-57-ზე იერიში უკრაინული დამრტყმელი დრონებით განხორციელდა, სამხედრო თვითმფრინავმა ნამსხვრევებისგან მიიღო დაზიანებები და რუსი სპეციალისტები ამჟამად ცდილობენ დაადგინონ, ექვემდებარება თუ არა სუ-57 აღდგენას.

უკრაინის დაზვერვამ აპრილის ბოლოსაც გაავრცელა ცნობა რუსეთის სტრატეგიული სამხედრო თვითმფრინავის განადგურების შესახებ. სუ-57 არის რუსეთის ყველაზე თანამედროვე გამანადგურებელი, რომელსაც შეიარაღებაში აქვს X-59 და X-69 რაკეტები. ამჟამად რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების შეიარაღებაში რამდენიმე ერთეული სუ-57-ია.რუსეთის საჰაერო ძალებს ამ საბრძოლო თვითმფრინავების მხოლოდ მცირე ნაწილი აქვს ხმარებაში.
უკრაინის დაზვერვაში ამტკიცებენ, რომ ეს ისტორიაში ამ კლასის თვითმფრინავის დაზიანების პირველი შემთხვევაა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სუ-57-ის დაზიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

თავის მხრივ რუსეთის ხელისუფლებისგან მართული საინფორმაციო საშუალებები კვირას ცალკეულ სამხედრო კორესპონდენტებზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, უკრაინული სამხედროების მხრიდან ქალაქ ჩასივ-იარის დატოვების შესახებ, რასაც უკრაინის სარდლობა არ ადასტურებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button