უკრაინის დელეგაცია თეთრი სახლის დატოვებას აპირებს-დაგეგმილი პრესკონფერენცია გაუქმდა

ზელენსკისა და ტრამპის პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინელი წარმომადგენლები თეთრ სახლს მალე დატოვებენ. ამას თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი ადასტურებს.
“მე დავადგინე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, თუ ამერიკა ჩართულია, რადგან ის მიიჩნევს, რომ ჩვენი ჩარევა მას მოლაპარაკებებში დიდ უპირატესობას აძლევს. მე უპირატესობა არ მინდა, მე მშვიდობა მინდა. მან უპატივცემულოდ მოიხსენია ამერიკის შეერთებული შტატები მისთვის ძვირფას ოვალურ კაბინეტში. შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მშვიდობისთვის მზად იქნება”, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, დღეს, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
ზელენსკიმ უპატივცემულობა გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება მშვიდობისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ის პირად გვერდზე წერს.
„ძალიან შინაარსიანი შეხვედრა გვქონდა დღეს თეთრ სახლში. ბევრი რამ გავიგეთ, რისი გაგებაც არ შეიძლება ასეთი ცეცხლისა და ზეწოლის ქვეშ საუბრის გარეშე. საოცარია რა ვლინდება ემოციებით, და დავადგინე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის თუ ამერიკა იქნება ჩართული, ვინაიდან ის გრძნობს, რომ ჩვენი ჩართულობა მოლაპარაკებებში მას დიდ უპირატესობას ანიჭებს. უპირატესობა არ მინდა, მშვიდობა მინდა. მან უპატივცემულობა გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ მის სანუკვარ ოვალურ ოფისში. მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება მშვიდობისთვის“, – წერს ტრამპი.
ამერიკული არხი CNN-ის ცნობით, ზელენსკისა და ტრამპის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია არ გაიმართება, ხოლო უკრაინული დელეგაცია ამ მომენტში თეთრ სახლს ტოვებს.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის კამერების წინაშე კამათი მოხდა.