მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის განზრახვა ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი NATO-ს წევრობაა

NATO-ს ასპირანტი ქვეყანა უკრაინაში რუსეთის ომში NATO-ს ადანაშაულებს

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების სურვილ იყო. ამ თემაზე მან ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე ილაპარაკა.

დისკუსიის მოდერატორმა ჟურნალისტმა ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა: „როგორ ფიქრობთ, რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში 2022 წელს?“, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა:

„მგონი, რომ მიზეზი ყველამ იცის“.

ჟურნალისტი: „არ ვარ დარწმუნებული, რომ მე ვიცი“.

ღარიბაშვილი: „მგონი, რომ თქვენც კარგად იცით, დარბაზმაც იცის. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ნატო, ნატოს გაფართოება, ხომ ასეა, არა? და ბევრი სხვა მიზეზი“.

ჟურნალისტი: „თქვენ თვლით, რომ ნატოს გაფართოების პოლიტიკამ მოახდინა ომის პროვოცირება?“

ღარიბაშვილი: „არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც რუსეთის მთავრობის ციტირება მინდა, მაგრამ ერთ-ერთ მიზეზი იყო უკრაინელების ნება და განზრახვა, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს”.

რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
პრეზიდენტმა პუტინმა “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
2022 წლის 30 სექტემბერს რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.

NATO-ს ასპირანტი ქვეყანა უკრაინაში რუსეთის ომში NATO-ს ადანაშაულებს – ამ სათაურით გამოცემა POLITICO ბრატისლავაში პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას ეხმაურება და წერს, რომ ღარიბაშვილი ახმოვანებს კრემლის განცხადებებს, რითაც ის უკრაინაში შეჭრას ხსნის. სტატიის ავტორის თქმით, საქართველოს პრემიერმინისტრის ეს განცხადებები კიდევ ერთი ნიშანია, რომ თბილისი დასავლეთს შორდება.

“გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი NATO-ს გაფართოება იყო, უკრაინის სურვილი, გამხდარიყო NATO-ს წევრი.

2022 წლის თებერვალში უკრაინაზე ყოვლისმომცველი თავდასხმის ბრძანების გაცემამდე, დასავლური ჯარების მხრიდან რუსეთის საზღვრების დარღვევა, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ნარატივის მთავარი ნაწილი იყო”, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლესი პარტნიორი გახდა. იმავე წლის დასაწყისში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ რეფერენდუმზე 77%-მა NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, სტატიის ავტორის თქმით, გამოკითხვის შემდეგ, ალიანსმა განაცხადა, რომ ქვეყანა საბოლოოდ გახდება NATO-ს წევრი, “მაგრამ მის გაწევრიანებასთან დაკავშირებით პროგრესი მას შემდეგ შეჩერდა”.

მსგავსი პოსტები

Back to top button