მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ სევასტოპოლში რუსული წყალქვეშა ნავი ჩაძირეს

უკრაინის გენერალურმა შტაბმა შაბათს, 3 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებმა ოკუპირებულ ყირიმში განახორციელეს დარტყმა რუსულ წყალქვეშა ნავს და ს-400 საზენიტო სარაკეტო სისტემაზე.

“დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის სარაკეტო ძალების დანაყოფებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების დანაყოფებთან ერთად მნიშვნელოვნად დააზიანეს საზენიტო-სარაკეტო დანადგარი „ტრიუმფი”, – ნათქვამია უკრაინის გენერალური შტაბის ტელეგრამის არხზე.

უკრაინის სარდლობა ასევე აცხადებს, რომ ანექსირებული სევასტოპოლის პორტში “წარმატებით განხორციელდა დარტყმა” რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშ ნავ „დონის როსტოვზე“, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად ადგილზე ჩაიძირა.

უკრაინელი სამხედროები ზუსტად არ აკონკრეტებენ, თუ როდის მოხდა ეს, მაგრამ სევასტოპოლზე ბოლო სარაკეტო თავდასხმა, ორივე მხარის ინფორმაციით, 2 აგვისტოს ღამით განხორციელდა.

რუსეთის მიერ დანიშნული სევასტოპოლის საოკუპაციო ხელისუფლება იტყობინება, რომ ყირიმში პარასკევს ღამით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოიგერიეს მასიური საჰაერო თავდასხმა. ანექსირებული სევასტოპოლის გუბერნატორ მიხეილ რაზვოჟაევის თანახმად, ჩამოგდებული უკრაინული დრონებისა და ATACMS-ის რაკეტების ფრაგმენტები ქალაქის სხვადასხვა ნაწილში საცხოვრებელი კორპუსების მახლობლად დაეცა.

მოსკოვი თავისი სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ ცნობებს არ გასცემს.

ცოტა ხნის წინ უკრაინამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შავი ზღვის აკვატორიაში სწავლების მიზნით სამი რუსული წყალქვეშა ნავის ყოფნის შესახებ.

„დონის როსტოვი“ შედარებით ახალი რუსული წყალქვეშა ნავია. ის 2014 წელს ჩაუშვეს წყალში. 2023 წლის სექტემბერში უკრაინის არმიის იერიშის შედეგად წყალქვეშა ნავი დაზიანდა, რის შემდეგაც სევასტოპოლში იყო გაჩერებული. წყალქვეშა ნავს, „დონის როსტოვს“ შეუძლია, გადაიტანოს „კალიბრის“ ტიპის ოთხი ფრთოსანი რაკეტა.

მსგავსი პოსტები

Back to top button