მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის გენშტაბი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 122 170 ჯარისკაცი დაკარგა. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 24 იანვრამდე პერიოდს

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

📍ტანკი – 3152
📍ჯავშანტექნიკა – 6284
📍საარტილერიო სისტემა – 2148
📍ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 448
📍საჰაერო თავდაცვის სისტემა – 220
📍თვითმფრინავი – 289
📍ვერტმფრენი – 281
📍ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1897
📍ფრთოსანი რაკეტა – 749
📍გემი/ნავი – 18
📍სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 4944
📍სპეცტექნიკა – 194

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button