რუსეთმა უკრაინაში 132 160 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 6 თებერვლამდე პერიოდს.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
ტანკი – 3231
ჯავშანტექნიკა – 6415
საარტილერიო სისტემა – 2231
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 461
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 227
თვითმფრინავი – 294
ვერტმფრენი – 284
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1958
ფრთოსანი რაკეტა – 796
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 5104
სპეცტექნიკა – 203
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.