უკრაინის კონტრშეტევა იმედის მომცემ ნიშნებს იძლევა-ბეიკერი

პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანაშემწის, საშა ბეიკერის განცხადებით, უკრაინის კონტრშეტევა, რომელიც ხერსონში 1-ელ სექტემბერს დაიწყო, იმედის მომცემ ნიშნებს იძლევა.
თუმცა წინ სავარაუდოდ ხანგრძლივი ბრძოლაა, – როგორც ტელეკომპანია „სიენენი“ იტყობინება, ამის შესახებ პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწემ, საშა ბეიკერმა 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ყურადღებით ვაკვირდებით კონტრშეტევის პროგრესს. ვფიქრობ, ვნახეთ იმედის მომცემი ნიშნები, რა თქმა უნდა, თუნდაც მხოლოდ ბოლო ან ორი დღის განმავლობაში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რუსები ძლიერი მოწინააღმდეგეები არიან და, ვფიქრობ, წინ ხანგრძლივი ბრძოლაა“, – განაცხადა ბეიკერმა.
CNN-ი აღნიშნავს, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინის ოპერაციას პირველად უწოდა კონტრშეტევა. აქამდე, ამ ტერმინის გამოყენებას მაღალჩინოსნები თავს არიდებდნენ, მათ შორის აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი და შეაიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალი მარკ მილი.უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 სექტემბერს, თავის საღამოს მიმართვაში თქვა, რომ უკრაინის სამხედროებმა რუსეთის ძალებისგან “ათობით დასახლება გაათავისუფლეს” და კონტროლი აღადგინეს 1000 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიაზე. 9 სექტემბერს მან გათავისუფლებულ დასახლებებზე საუბრისას მეტად დააკონკრეტა რიცხვი და თქვა, რომ 30-ზე მეტი დასახლებაა ხარკოვის რეგიონში რუსებისგან გათავისუფლებული.
უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ქვეყნის ძალებმა ხარკოვიდან აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით 50 კილომეტრით წაიწიეს წინ.
რუსეთის ოფიციალურ პირებს არაფერი უთქვამთ ამ ორი ფრონტის, ან უკრაინის წარმატების შესახებ. თუმცა პრორუსულად განწყობილი, სამხედრო თემატიკის ბლოგერები ბოლო დღეებში ორივე ადგილას ინტენსიურ გადაადგილებებს აღწერენ.
9 სექტემბერს ხარკოვის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ დანიშნულმა ადმინისტრატორმა ტელეარხ Rossia-24-ს უთხრა, რომ უკრაინის ძალებმა ამ აღმოსავლეთის რეგიონში “მნიშვნელოვან გამარჯვებას” მიაღწიეს.
„ჩვენ კონტრშეტევის პროგრესს საკმაოდ ყურადღებით ვაკვირდებით. ვფიქრობ, ვნახეთ გარკვეული იმედისმომცემი ნიშნები, განსაკუთრებით, ბოლო ერთ ან ორ დღეში. თუმცა, რუსეთი მრისხანე მოწინააღმდეგეა და ვფიქრობ, წინ ხანგრძლივი ბრძოლა“, – განაცხადა საშა ბეიკერმა.