მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინულ მედიაში და ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქებების ხმა ისმის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის ზაპოროჟიეს, კიევის, ვინიცასა და ჩერკასის.

5 დეკემბერს, რუსეთის ჯარების მხრიდან სარაკეტო იერიშის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოცხადდა.

პოლტავის ოლქის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დიმიტრი ლუნინის განცხადებით, რეგიონში საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა.

“პოლტავის რეგიონში საჰაერო თავდაცვა მუშაობს. დარჩით თავშესაფრებში”, – მოუწოდა მან მოქალაქეებს.

მანამდე რაკეტის გაშვების შესახებ მსგავსი შინაარსის მიმართვა ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მარჩენკომაც გააკეთა.
ნიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის თქმით, უკრაინელი პილოტები “სასწაულს ახდენენ” საჰაერო თავდაცვის მიმართულებით, თუმა მას დეტალები არ დაუკონკრეტებია.
გავრცელებული ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მოახერხა შემომავალი რაკეტების ჩამოგდბა – 4 ხარკოვის რეგიონში, ერთი დენეპროპეტროვსკში და ერთი პოლტავაში.

“ნუ უგულებელყოფთ განგაშს”, – თქვა ანდრიი ერმაკმა, უკრაინის პრეზიდენტის შტაბის უფროსმა.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე. ადგილობრივი დროით 03:00 საათისთვის საქალაქო საბჭოს მდივანმა ანატოლი კურტევმა ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სარაკეტო დარტყმა განხორციელდა სამრეწველო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. კონკრეტულად რომელზე, მითითებული არ ყოფილა. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული ინფორმაცია დაშავებულების და ზარალის შესახებ.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის ენერგოობიექტებს მესამე თვეა ინტენსიურად უტევენ, რამაც ქვეყანაში მწვავე ენერგოკრიზისი გამოიწვია.
5 დეკემბრის გამთენიისას რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო შეტევა მიიტანეს ასევე უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული ინფორმაცია დაშავებულების და ზარალის შესახებ.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის ენერგოობიექტებს მესამე თვეა ინტენსიურად უტევენ, რამაც ქვეყანაში მწვავე ენერგოკრიზისი გამოიწვია.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ კრივოი-როგზე. დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, რაკეტა მოხვდა ერთ-ერთ საწარმოს. დაიღუპა 1 და დაიჭრა 3 ადამიანი. კონკრეტულად რომელ საწარმოზე განხორციელდა სარაკეტო დარტყმა, რეზნიჩენკო არ ასახელებს.

წუხელ სარაკეტო შეტევა იყო ქალაქ ზაპოროჟიეზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დარტყმა განხორციელდა სამრეწველო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის ენერგოობიექტებს მესამე თვეა ინტენსიურად უტევენ, რამაც ქვეყანაში მწვავე ენერგოკრიზისი გამოიწვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button