მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის მიმართ ამერიკის მხარდაჭერა არ უნდა შეწყდეს-ბაიდენი

უკრაინა დამოკიდებულია ამერიკას დახმარებაზე და მისი შეჩერება ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება-გადამდგარი პოლკოვნიკი ლეიტონი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დროებითი ბიუჯეტის დამტკიცებას ეხმაურება, რომელიც უკრაინის დახმარებას არ ითვალისწინებს. მისი თქმით, უკრაინისადმი ამერიკის მხარდაჭერა არ უნდა შეწყდეს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას უკრაინისთვის, ის მოელის, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკარტი „შეინარჩუნებს თავის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის დასახმარებლად საჭირო მხარდაჭერის მიღებას“.
“მიუხედავად იმისა, რომ სპიკერი და კონგრესის აბსოლუტური უმრავლესობა მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას, ამ შეთანმებაში ამ მხარდაჭერის გასაგრძელებლად ახალი დაფინანსება არ არის. არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ უკრაინისადმი ამერიკის მხარდაჭერა შეწყდეს.

იმედი მაქვს, სპიკერი შეინარჩუნებს თავის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის დასახმარებლად საჭირო მხარდაჭერის მიღებას”, – ამბობს ბაიდენი.

გუშინ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი დროებითი ბიუჯეტის შესახებ, რომელიც მთავრობას ე.წ. შათდაუნს აარიდებს. ახლა კანონპროექტს კენჭი უნდა უყარონ სენატში, რათა მას საბოლოოდ პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი.

მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი 45 დღეზეა გათვლილი და ის პალატის სპიკერმა, კევინ მაკარტიმ წარადგინა. დოკუმენტი მოიცავს დახმარებას სტიქიური უბედურებების დროს და არ ითვალისწინებს უკრაინის დახმარებას.

ბიუჯეტის ასეთი პროექტი უკავშირდება კონსერვატიულ ნაწილს რესპუბლიკური პარტიისა, რომელიც წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებს. სენატში უმრავლესობა სენატს უჭირავს.

კონსერვატიული ნაწილი ხარჯების შემცირებას და მიგრაციის საკითხის მოგვარებას მოითხოვს.

ყოველწლიურად კონგრესში სახელმწიფო დაფინანსების კანონპროექტს განიხილავენ. თუ ამჟამადაც პარტიებს შორის შეთანხმება მიღწეული არ იქნება, აშშ-ის დაიწყება ე.წ. შათდაუნი, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში მეოთხე იქნება.

ე.წ. შათდაუნი საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტას გულისხმობს – ასეთ დროს ფედერალური თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გადიან.

ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი დიდი ალბათობით მხარს დაუჭერს მაკარტის პროექტს, იმ იმედით რომ მომავალში უკრაინის დახმარება აღდგება.

გადამდგარი პოლკოვნიკი სედრიკ ლეიტონი საუბრობს რა მოხდება, თუ აშშ შეწყვეტს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაგზავნას. CNN-თან ინტერვიუში სედრიკ ლეიტონი ამბობს, რომ უკრაინა დამოკიდებულია ამერიკას დახმარებაზე და მისი შეჩერება ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება, რადგან უკრაინას რუსეთის აგრესიის შეჩერება გაუჭირდება.

“ერთი სიტყვით, ეს იქნება კატასტროფა, რადგან უკრაინა ნამდვილად არის დამოკიდებული იმ სახის დახმარებაზე, რომელსაც ჩვენ ვუწევთ მათ. რაც შეეხება დოლარის ოდენობას ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის თვალსაზრისით, არის ისეთი ქვეყნები, როგორიც ბალტიისპირეთის ქვეყნები ჩვენზე მეტად ვინც ეხმარება უკრაინას, მაგრამ ნედლი რაოდენობის თვალსაზრისით, ჩვენ ვართ უკრაინელების ყველაზე დიდი დამხმარე ქვეყანა. სამხედრო თვალსაზრისით, რასაც თქვენ უყურებთ არის სიტუაცია, როდესაც ყველა საბრძოლო მასალა, რომელიც უკრაინაში შედის, ყოველ შემთხვევაში, მისი დიდი ნაწილი ჩვენი ქვეყნიდან მიდის. თუ შევაჩერებთ დახმარებას, გამოვა, რომ უკრაინას აღარ ექნება ის იარაღები რაც აქვს და უკრაინელებს გაუჭირდებათ რუსეთის შეჩერება,” – განაცხადა სედრიკ ლეიტონიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button